2012 წლის 16 ოქტომბერს, ბლოკ „ბრიზ-ემის" აფეთქების შედეგად მიღებული ფრაგმენტები, დაბალი ორბიტის კოსმოსური აპარატებისთვის, მათ შორის, მსოფლიო კოსმოსური სადგურისთვის, სახიფათოა. ამ დასკვნას ამერიკის კოსმოსური სააგენტო ყოველწლიურ მოხსენებაში აკეთებს.
სპეციალისტების თქმით, ხიფათი მდგომარეობს იმაში, რომ აფეთქებული ბლოკის ფრაგმენტები ატმოსფეროში უნდა შემოვიდეს წლის განმავლობაში. ამერიკელმა ექპერტებმა, რომლებიც კოსმოსურ სამყაროს აკვირდებიან, განაცხადეს, რომ აღმოჩენილია „ბრიზის" 700 მსხვილი ფრაგმენტი, რომელთაგანაც 111-მა უკვე სპეციალური ნომერიც მიიღო.
„ბრიზ-ემი", წარუმატებელი გაშვების შედეგად, იმ ორბიტაზე მოხვდა, სადაც მისი გაშვება არ იგეგმებოდა. 2007 წელს „ბრიზების" სამი ავარიული გაშვება განხორციელდა, რომელთაგანაც უკანასკნელი 2012 წლის 8 დეკემბერს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები