ბრიტანელმა ბრინცმა ჰარიმ ავღანეთში სამხედრო სამსახური დაასრულა და სამშობლოში ბრუნდება. ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა, თავდაცვის უწყებამ ჯერჯერობით არ დააკონკრეტა, უკვე დატოვა პრინცმა ქვეყანა თუ არა.
პრიცმა ჰარიმ ავღანეთში 20 კვირა გაატარა. ის პროვინცია ჰელმანდში, „კემპ ბასტიონის" ბაზაზე იმყოფებოდა და მოიერიშე ვერტმფრენის, „აპაჩის" მეორე პილოტ-მსროლელის ფუნქციას ასრულებდა. პრინცის ბაზაზე ჩასვლისთანავე, თალიბებმა მასზე იერიში მიიტანეს, თუმცა, სამეფო ოჯახის წევრი არ დაზარალებულა. 2012 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიცმა ისლამისტური დაჯგუფება „თალიბანის" ერთ-ერთი ლიდერი გაანადგურა. ერთ-ერთ ინტერვიუში პრინცმა აღიარა, რომ სამხედრო სამსახურის დროს მას მოუწია თალიბების დახოცვა, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უმცროსი წევრისათვის, ეს მეორე სამხედრო სამსახური იყო ავღანეთში. პრიცმა ჰარიმ ამავე ქვეყანაში 2007-08 წლებშიც იმსახურა, თუმცა, მაშინ მისი მალე დაბრუნების აუცილებლობა შეიქმნა, რადგან პრინცის ადგილსამყოფელის ზუსტი კოორდინატები მედიამ გაახმაურა.