სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა სირიის ქალაქ სალიამიიეში თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
სირიის პოლიციის მონაცემებით, ასაფეთქებელი ნივთიერება პოლიციის ავტომობილში იყო დამონტაჟებული, ავტომობილი კი თავის მხრივ მთავრობის მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების შტაბ-ბინასთამ იდგა. ავტომობილს თვითმკვლელი მართავდა.
გაეროს მონაცემებით, სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ სულ დაღუპულია 60 ათასზე მეტი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები