საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ გერმანიაში ქართველი დაჭრილი სამხედრო კაპრალი რამაზ დავითაია მოინახულა.
კაპრალი დავითაია მეორე ბრიგადის 23 ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა სამშვიდობო მისიას, როდესაც თალიბებთან შეტაკებისას დაიჭრა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს გაერთიანებული შტაბის უფროსმა უწყებრივი მედალი „საბრძოლო იარისათვის" გადასცა.
ამ ეტაპზე გერმანიაში სულ ორი სამხედრო მკურნალობს. მათგან ერთი საქართველოში თვის ბოლოს დაბრუნდება. კაპრალი რამაზ დავითაია კი მკურნალობის პროცესს განაგრძობს.