კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა აშშ-ში. ნიუ-მექსიკოს შტატში მოზარდი დააკავეს, რომელიც ხუთი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მოზარდმა ერთი მამაკაცი, ერთი ქალი, ორი პატარა გოგონა და ერთი ბიჭი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს.
ხელისუფლება, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ავრცელებს, იყვნენ თუ არა დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები. ასევე, არ არის ცნობილი, რა კავშირი ჰქონდათ მათ 15 წლის მოზარდთან, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა. მოკლულთა სახლში დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩინეს, თუმცა, ჯერ დადგენილი არ არის, თუ ვის ეკუთვნოდა არსენალი. დაკავებულს, წარდგენილი ბრალდებების მიხედვით, სიკვდილით დასჯა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები