რუსეთის ფედერაციამ საფრანგეთის ხელისუფლებას მალიში საბრძოლო დანაყოფების ტრანსპორტირებაში დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა განაცხადა. რუსებს შეუძლიათ ტრასპორტით უზრუნველყოფა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ვარიანტია - აღნიშნა მინიტრმა.
საუბარია მალის ოპერაციის ლოგისტიკურ უზრუნველყოფაზე. საფრანგეთის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მალიში სამხედრო მოსამსახურეების გადაადგილების უზრუნველყოფაში, სხვა ქვეყნების დახმარებასთან დაკავშირებით, მთელი რიგი შესაძლებლობები განიხილება. ტრანსპორტის ნაწილის გამოყოფას, თავის თავზე აფრიკელები აიღებენ, ნაწილს - ევროპელები და ნაწილს - კანადელები, ასე რომ, ვარიანტები ბევრია - იუწყება ფაბიუსი.
მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მალიში საერთაშორისო სამხედრო კონტიგენტის გაზდა 5,5 ადამიანამდე იგეგმება. ფრანგული მედიის მონაცემების მიხედვით, მთლიანობაში ამ დროისათვის მალის ოპერაციაში 1,9 ათასი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. მათგან დაახლოებით ათასი თავად ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება. ოპერაციას, ტექნიკურ მხარდაჭერას ისეთი ქვეყნებიც უწევენ, როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, კანადა, გერმანია, დანია და იტალია.