ლათინურ ამერიკაში აქტიურად განიხილავენ უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ერთ-ერთი ამერიკული ტელეარხის ცნობით კი, ჩავესი ჰავანაში, საიდუმლო მიწისქვეშა თავშესაფარში იმყოფება, რომელიც ფიდელ კასტროს სამკურნალოდ ააშენეს.
ტელეკომპანია ირწმუნება, რომ ეს იმისათვის გაკეთდა, რათა ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციამ არ გაჟონოს, ასევე, პრეზიდენტის შესაძლო ტრანსპორტირებისათვის კარაკასში. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩავესი ამჟამად ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს სუნთქვასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვად დაიკლო წონაში. ვენესუელის პრეზიდენტმა ინფაქტიც გადაიტანა.
კარაკასში, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებიათ. ვენესუელის ოფიციალური ხელისუფლება აღიარებს, რომ უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ის სრულ გონებაზე იმყოფება და გამოჯანრთელების სტადიაშია.