ნიუ ორლეანის ყოფილ მერს, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციას ქარიშხალი "კატრინის" დროს მართავდა კორუფციაში ედება ბრალი.
რეი ნეიგინი ეჭვმიტანილია 160 ათასი აშშ დოლარის ქრთამის მიღებაში, რომელიც მან, სავარაუდოდ, ქალაქის აღდგენაში მონაწილე სხვადასხვა საამშენებლო კომპანიებისგან, ტენდერებში გამარჯვების სანაცვლოდ მიიღო.
თავის დროზე ნეიგინმა ქალაქის მოსხლეობის სიმპატიები 2005 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული ქალაქის აღდგენისა და თანამოქალაქების დამხარების გაწევის მოწოდებების გამო მოიპოვა.
თუმცა ქალაქის მერად ყოფნისას მისი პოპულარობა დანაშაულის ზრდისა და ქალაქის აღდგენაში შექმნილი პრობლემების გამო დაეცა. ნეიგინს გადადგომამ მოუწია.
მასალის გამოყენების პირობები