ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო თვითმფრინავებმა სამგზავრო რეისი ტერორისტული შეტევის საფრთხის გამო გააცილეს. ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი" იუწყება. უცნობმა პირმა გამოძიების ფედერალურ ბიუროში დარეკა და განაცხადა, რომ Alaska Airlines - ის თვითმფრინავში, რომელიც ჰავაიდან სიეტლში მიფრინავდა, პოტენციური გამტაცებელი იჯდა.
ზარის შემდეგ ჰაერში მოიერიშე F-15 აფრინდა, რომელმაც რეისი სიეტლამდე გააცილა. ამის შემდეგ თვითმფრინავიდან ერთ-ერთი მგზავრი ჩამოსვეს, თუმცა, არ დაუპატიმრებიათ. თავად ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ეკიპაჟის წევრები ყვებიან, რომ ადამიანი, რომელზეც ეჭვი მიიტანეს, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა თვითმფრინავისთვის, მთელი გზა მას ეძინა და არაფრით გამოირჩეოდა მასისგან.
მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი რეისიდან ჩამოსვეს, სხვა ყველა მგზავრსაც დაატოვებინეს ადგილები, ხოლო სამართალდამცავებმა, ძაღლების მეშვეობით, ბორტი შეამოწმეს, თუმცა, საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. ამჟამად, გამოძიების ფედერალურ ბიუროს ზარის განმახორციელებლის ვინაობა აინტერესებს, რომელსაც ცრუ ზარისთვის ბრალდების წარდგენა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები