ირანმა სირიას მილიარდი დოლარის კრედიტი მისცა. ამის შესახებ შეთანხმებას თეირანში სირიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მოეწერა ხელი. უკვე ცნობილია, რომ თანხის ნახევარი სირიის ენერგეტიკის განვითარებას მოხმარდება. ირანი დააფინანასებს ასევე სირიული ელექტროსადგურების მშენებლობას.
შეთანხმებაში მონაწილეობა მიიღეს ირანის განვითარების საექსპორტო ბანკმა და სირიის კომერციულმა ბანკმა. ამის შესახებ ინფორმაციას „Financial Times" ავრცელებს.
სირიის ეკონომიკა, ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ბოლო წელს მნიშვნელოვნად დაზარალდა. სამოქალაქო ომის შედეგად, ექსპერტების შეფასებით, გასულ წელს ფასები კი ათი პროცენტით გაიზარდა. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, დამასკოს ეკონომიკური რესურსები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.