ლიბიაში ქალაქ ზინტანში სასამართლოს წინაშე წარსდგა მუამარ კადაფის შვილი სეიფი.
მას ბრალი ედება საერთაშორისო სისხსლის სამართლის სასამართლოს ავსტრალიელი ადვოკატის მელინდა ტეილორისთვის ეროვნული უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების გადაცემაში.
მელინდა ტეილორი 2012 წლის ივლისში ლიბიაში დროებით დაკავეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო დაინტერსებულია რომ სეიფ კადაფი პასუხისგებაში მიეცეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილიო დანაშაულის გამო, თუმცა ტრიპოლიმისი ჰააგისთვის გადცემის წინააღმდეგია და სურს რომ სეიფი სამშობლოში გასამართლოს.
ამჟამდ ლიბიაში არსებული განწყობიდან გამომდინარე სეიფ კადაფის სიკვდილით დასჯა ემუქრება.