გაერო სირიაში ჰუმანიტარული კრიზისის დრამატულ ესკალაციაზე საუბრობს. ორგანიზაცის მონაცემებით, ქვეყანას ყოველდღე 3 ათასამდე ადამიანი ტოვებს, მათგან ნახევარი ბავშვია.
ამჟამად გაეროს თანამშრომლების მიერ რეგისტრირებულია 650 ათასი დევნილი.
ორგანიზაცის პროგნოზებით ნახევარ წელიწადში ეს ციფრი გაორმაგდება.
გაერო აცხადებს, რომ დევნილების რაოდენობა იმაზე უფრო სწრფად იზრდება ვიდრე დევნილების დასახმარებლად ფინანსური სახსრების მოძიება ხდება შესაძლებელი.