სომალელმა მებრძოლებმა ფრანგი მძევალი, დენი ალექსი სიკვდილით დასაჯეს. ალექსი მოძრაობა „ალ-შაბაბის" ტყვეობაში 2009 წლიდან იმყოფებოდა. მძევლის სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაცია ტერორისტებმა საკუთარ ტვიტერზე განათავსეს. მათი განცხადებით, საფრანგეთის სპეცსამსახურების აგენტი 16 იანვრის საღამოს მოკლეს.
ჯგუფის წარმომადგენელმა ინფორმაცია სააგენტო „ფრანს-პრესთან" სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯის აუდიო და ვიდეოჩანაწერი, შესაძლოა, მოგვიანებით გამოქვეყნდეს. რამდენიმე დღით ადრე, ტერორისტებმა განაცხადეს, რომ ფრანგული ძალების მიერ მძევლის ტყეობიდან გათავისუფლების მცდელობის გამო, ამ უკანასკნელს სიკვდილით დასჯიდნენ.
თავის მხრივ, პარიზი ირწმუნება, რომ დენი ალექსი 12 იანვარს, წარუმატებელი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. საფრანგეთის ხელისუფლებამ ტყვის გათავისუფლება ძალისმიერი ოპერაციის საშუალებით მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სომალელები პერიოდულად აქვეყნდბნენ ფრანგი მძევლის ვიდეოჩანაწერებს, სადაც ის საფრანგეთის ხელისუფლებას სომალის გარდამავალი მთავრობის მხარდაჭერაზე უარის თქმას სთხოვდა.
12 იანვრის ღამეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა ალექსის გასათავისუფლებელი სპეცოპერაცია დაიწყო, თუმცა, სამხედროებსა და მებრძოლებს შორის სროლა ატყდა. ერთი სპეცრაზმელი ტყვედ ჩავარდა და მეორე დღეს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. საფრანგეთის განცხადებით კი, 17 მებრძოლი იქნა ლიკვიდირებული.
დენი ალექსი საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორი იყო. 2009 წელს, ის, მეწყვილესთან ერთად სომალელი ტერორისტების ტყეობაში მოხვდა. თანხმლებმა გაქცევა მოახერხა, ხოლო ალექსი „ალ-შაბაბის" ხელში შანტაჟის ობიექტად იქცა. ეს ორგანიზაცია ისლამური მიმართულებისაა და „ალ-ქაიდასთან" აქვს კავშირი.