აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამსახურმა ავიალინერების Boeing 787 Dreamliner-ის ფრენების შეჩერების შესახებ განაცხადა.
ამჟამად მთელს მსოფლიოში Boeing 787 Dreamliner-ის 50 თვითმფრინავი დაფრინავს. ისინი Boeing-ის ხაზში ფლაგმანებად ითვლებიან. ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში თვითმფრინავებს სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნათ, კერძოდ განჩნდა ხანძარი ელექტოგამტარებში, დაზიანდა მუხრუჭები, მოხდა საწვავის დაღვრა, პოლოტების კაბინაში გაიბზარა შუშა.
Boeing 787 Dreamliner-ის ფრემების შეჩერების შესახებ იაპონიის ორმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამაც განაცხადა, რომლებიც აღნიშნული მარკის თვითმფრინავების ნახევარზე მეტს ფლობენ.
იაპონიაში მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი თვითმფრინავის კვების ბლოკში აღმოჩენილი უწესრიგობა გახდა, რის გამოც ერთ-ერთი რეისი ავარიულად დაჯდა.
აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამსახური ამჟამად Boeing 787 Dreamliner-ის ინსპექციას ატარებს.