თბილის საქალაქო სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას დაუსწრებლად აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ქარდავას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თუმცა მის გასაჩივრებას არ გეგმავს.
,,საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არის იმისა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეგის ქარდავამ ეს დანაშაული დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა, ამიტომ სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო", _ განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილებოდა სერგო ალექსანდრეს ძე თეთრაძის მიმართ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენებისა და მათი მხრიდან სხვადასხვა სახის ძალადობების განხორციელების ფაქტზე.