გუდაურში, ზემო მლეთასთან სატვირთო ავტომობილი კლდეს შეეჯახა - საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
გამოცემისვე ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს