შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძემ "ბანკი ქართუს" საქმესთან დაკავშირებით ბრალლს ნაწილობრივ აღიარებს.
"რამდენიმე მუხლით წამიყენეს ბრალი. გარკვეულწიად, ვაღიარებ ბრალდებებეს და დანარჩენი უკვე სასამართლოზე გადაწყდება", - „მოდულის" შენობიდან გამოსულმა ჯაბა ებანოიძე.
„ებანოიძეს ბრალი დაედო თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, იმ ქონების გადამალვაში დახმარებისთვის, იმ ქონების, რომელიც რაღაცა ვალდებულების შესასრულებლად იყო განკუთვნილი. ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, გავეცნობით ბრალს და კვალიფიკაცია რამდენად შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, ამას უკვე მოგვიანებით მოგახსენებთ", - განუცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ებანოიძის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.
ხოლო რაც შეეხება კიდევ ორ ყოფილ მაღალჩინოსნს - მამუკა ლაშხიასა და ოთარ აგლაძეს, მათი ადვოკატების განმარტებით, ისინი სრულად აღიარებენ ბრალს.