კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინააღმდეგ, მასთან დაპირისპირებულმა თანაგუნდელებმა დღეს პოლიციაში განცხადება შეიტანეს.
აქციის მონაწილეები, რომლებიც ოლეგ იაძის გადადგომის მოთხოვნით გამგეობის შენობასთან უკვე მეორე დღეა შიმშილობენ, აცხადებენ რომ კასპის გამგებლის დავალებით ისინი შენობიდან გააძევეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქციის მონაწილეები ვითარებაში გარკვევას პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვენ.
შეგახსენებთ, რომ თანაგუნდელები ოლეგ იაძეს საკადრო პოლიტიკის გამო რამდენიმე კვირის წინ დაუპირისპირდნენ. დღეს უკვე მას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გამგებლის გადადგომამდე აქციას არ შეწყვეტენ.