ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ვერა ანთია და რობერტ გამისონია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლის საფუძველზე, ას-ასი ლარით დაჯარიმდნენ.
15 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის რაიონის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული წესით, ვერა (ლალი) ანთია და რობერტ გამისონია დააკავეს. აღნიშნულმა პირებმა, ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისის წინ, ნაციონალური მოძრაობის წევრ აკაკი ბობოხიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები დაუშინეს.