საქართველოს, სამუშაო ვიზიტით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციისა და ჯორჯიის შტატის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ეწვივნენ. ამერიკელი ექსპერტების სტუმრობის მიზანი, საქართველოს სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებისათვის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სასწავლო კურსის მეორე ეტაპის ჩატარებაა.
ტრეინინგის ფარგლებში, სემინარის მონაწილეები შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტებიდან, ნარკოტიკებთან ეფექტური ბრძოლისა და გამოძიების საკითხებს ეცნობიან.
სემინარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.