თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გადაიდო და იგი ხვალ, 17 იანვარს განახლდება.
პროცესის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ ბრალდების მხარემ პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებები არ წარმოადგინა. არ მომხდარა ასევე ოქრუაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა.
შეგახსენებთ, რომ პროცესი ოქრუაშვილის მიერ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებაზე მიმდინარეობს.