გერმანიამ ოქროს რეზერვების შენახვის წესს გადახედა და გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში დააბრუნოს ის რეზერვები, რომელიც დღემდე ქვეყნის საზღვრებს გარეთ ინახებოდა. უკვე ცნობილია, გერმანია ნიუ-იორკსა და პარიზში განთავსებულ ოქროს რეზერვებს უახლოეს პერიოდში სამშობლოში დააბრუნებს.
აღნიშნულით კი Deutsche Bundesbank -ი კონტროლის პალატის რეკომენდაციას შეასრულებს, რომელმაც საბანკო სისტემას რეზერვების შენახვის წესის გადახედვა და ახალი კონცეფციის შემუშავება ურჩია.
ამ დროისათვის გერმანიის ოქროს რეზერვები ნიუ-იორკში, პარიზში, ლონდონსა და ფრანკფურკში ინახება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის რეზერვები დღეისათვის დაახლოებით 3,4 ათას ტონა ოქროს შეადგენს, რომლის ღირებულებაც
150 მლრდ ევროა. აღნიშნული რეზერვების 45 %-ი კი განთავსებულია ნიუ-იორკში, 11 %-ი საფრანგეთში, 13 % ინგლისში, ხოლო გერმანის ეროვნული ბანკი კი სარეზერვო ოქროს მხოლოდ 31 %-ს ინახავს.