შსს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში _ მოდულის შენობაში ბანკ ,,ქართუს" გაკოტრების სქემასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილს დაკითხვაზე არიან დაბარებული. დღესვე შესაძლებელია მათ ახალი ბრალი წაუყენონ. ამასთან ჯერჯერობით უცნობია რომელ საათზე არიან დაბარებული დაკითხვაზე ყოფილი მაღალჩინოსნები.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილი საქართველოში არ იმყოფება რის გამოც მოდულის შენობაში მისი ადვოკატი გამოცხადდება.