16 წლის ჯაზმენის ბექა გოჩიაშვილის ოჯახის წევრები დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორც ჟურნალისტებთან ბექა გოჩიაშვილის დედამ განაცხადა სამართალდამცავები გუშინ დაუკავშირდნენ და დაკითხვაზე მისვლა სთხოვეს.
,,გუშინ დაგვირეკეს, რომ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომ განვაცხადეთ ჩვენი მისამართით მოხდა ზეწოლა და ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და დაკითხვაზე დაგვიბარეს", -განაცხადადა ჟურნალისტებთან სოფო გოჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ დაკითხვაზე იმყოფებიან მისი მეუღლე და შვილი 18 წლის ლაშა გოჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბექა გოჩიაშვილმა სამართალდამცავები ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა.