მთავრმა პროკურატურმა 25 პოლიტდევნილი პირიდან 9 მათგანს ინტერპოლით ძებნა მოეხსნა. მათ შორისაა: გიორგი ქადაგიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, მიხეილ ქარელი, იასონ ჩიხლაძე, ლევან ფხაკაძე, გურამ გოგუა, მელიქ რაისიანი, ჯემალ ქარქუსოვი და ილია რამიშვილი.
თითოეულ მათგანს სამშობლოში დაბრუნება, სავარაუდოდ, 21 იანვრის შემდეგ, პროკურატურის მიერ ძებნის შეწყვეტის თაობაზე ოფიციალური განაცხადის შემდეგ შეეძლება.