უკრაინიდან ე.წ. "კანონიერი ქურდი", 40 წლის რამაზ კუტაისკი - იგივე ციკორია გააძევეს. უკრაინის სამართალდამცავები აცხადებენ, რომ იგი ცდილობდა მნიშველოვანი გავლენა შეენარჩუნებინა და ეკონტორლბინა დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც ბინებისა და ავტომაქანების ქურდობით იყვნენ დაკავებულნი.
2011 წლის დეკემბერში უკრაინელმა სამართალდამცავებმა რამაზ კუტაისკის 5 წლით აუკრძალეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა, თუმცა იგი არაერთხელ იმყოფებოდა კიევში.
"იგი ცდილობდა აქტიურად ეკონტროლებინა კრიმინალური სიტუაცია და ის კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც დაკავებულნი იყვენ ბინისა და ავტომაქანების ქურდობით", - აცხადებენ სამართალდამცავები.
მილიციამ კიევში მისი ადგილსამყოფელი დაადგინა, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს ბორისპოლის აეროპორტში და კვლავ გააძევეს ქვეყნიდან.
უკრაინელი სამართალდაცავების განცხადებით, კიევი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტებისთვის მომხიბლელია, რადგან საქართველოში მხოლოდ იმისთვის, რომ აღიარონ "კანონიერი ქურდობა" მათ 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ".
შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე უკრაინამ კრიმინალური ავტორიტეტის "რეზოს" დეპორტაცია მოახდინა, რომელიც დიდი ხნის განამვლობაში არალეგალურად ცხოვრობდა კიევში, ხოლო დაკავების შემდეგ ციხიდან აკონტროლებდა ქურდების საქმიანობას.