აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უარყო ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
საბჭოს წევრის ტომ ვიეტორის განცხადებით, სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც მედიასაშუალებებით გავრცელდა სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ არ შეესაბამება იმას, რასაც "ჩვენ მივიჩნევთ სიმართლეს სირიის ქიმიურ პროგრამასთან დაკავშირებით".
მან ასევე გაიმეორა ამერიკელი ჩინოვნიკების მიერ არაერთგზის გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ თუ სირია ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ასადის რეჟიმს მოუწევს პასუხისგება საკუთარ ქმედებებზე.