აჭარის კუდის ყოფილი თავმჯდომარე თემურ პატარიძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დააკავეს.
ის გუშინ მეორედ დაიბარეს დაკითხვაზე მოწმის სტატუსით, რის შემდეგაც დააკავეს. თემურ პატარიძე არჩევნების შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობდა.
პატარიძის ადვოკატის, თემურ მესხის განცხადებით, როდესაც ყოფილ მაღალჩინოსანს არაერთგზის დაიბარებ დაკითხვაზე და შემდგომ დაუსაბუთებლად დააკავებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა უსამართლობა.