გვიან ღამით თბილისში, მეტროსადგურ "ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტრიაზე" 2 მამაკაცი დაჭრეს. ერთი ხელის, მეორე კი ფეხის არეშია დაჭრილი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარებით ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს.
ახალგაზრდებს შორის ჩხუბის თვითმხილველები გვიანობამდე იკითხებოდნენ. პოლიცია ჩხუბის მიზეზების დადგენას და დამნაშავეთა გამოვლენას ცდილობს.