ხვალ, 16 იანვარს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომა 16:00 საათისთვის დაინიშნა. მანამდე კი 14:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება.
ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავენ. რიგგარეშე სხდომამდე საკომიტეტო მოსმენები გაიმართება. დეპუტატები რიგგარეშე სესიის ფორმატში მუშაობას მიმდინარე კვირის ბოლომდე გააგრძელებენ.