დღეს, 16 იანვარს, ოლეგ ვლადიმერის ძე მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიციის ვადა იწურება.
2012 7 დეკემბერს, უკრაინაში, ქალაქ კიევში უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებული იქნა საქართველოს ინტერპოლის მიერ 2012 წლის 5 დეკემბრიდან საერთაშორისო ძებნაში მყოფი ოლეგ ვლადიმერის ძე მელნიკოვი. მელნიკოვის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში ექსტრადიციის ვადა 16 იანვარს იწურება.
"ოლეგ მელნიკოვი საქართველოში აუცილებლად იქნება ჩამოყვანილი. გული დაიმშვიდეთ ეს ასე იქნება ", - განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შსს ყოფილი მაღალჩინოსნის საქმის კომენტირებისას.
,,ის ვადები რაც არის მინსკის კონვენციითადა ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დავიცავით და არავითარ შემთხვევაში 16 იანვარს ექსტრადიციის ვადა არ გადის", _ განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ მელნიკოვი უკრაინაში საექსტრადაციო პატიმრობაში რჩება იქამდე სანამ მისი თბილისში გადმოყვანა არ მოხდება.