ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას მისი საგარეო საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ  არ ადასტურებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მენაღარიშვილმა განმარტა ასეთი შემოთავაზება   არ ყოფილა. 
,,ნაახალწლევს,  ალბათ ვიღაცას საქმე შემოაკლდა და ფანტაზია ჩართო, -ეს ხუმრობით. რაც შეეხება სერიოზულად ასეთი  შემოთავაზება ბუნებაში არ ყოფილა და მას არც პერსპექტივა აქვს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ირაკლი მენაღარიშვილმა. 
შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია ირაკლი მენაღარიშვილის საგარეო საქმეთა  მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ.