პრემიერ-მინისტრის 17 იანვარს სომხეთში დაგეგმილი ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გამო არ გადაიდება.
როგორც პრემიერის პრესსამსახურში განმარტავენ ბიძინა ივანიშვილი სომხეთში გაემგზავრება და დაგეგმილ შეხვედრებს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის სომხეთში დაგეგმილი ვიზიტი მაია ფანჯიკიძის მიერ გაკეთებული განცხადების გამო გადადებულიყო.
როგორც ცნობილია საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ არის შესაძლებელი.