ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტე განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები შეიარაღების წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავენ.
ამის შესახებ რუტემ ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 5-7 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე მოკავშირეები თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ახალი კონტრაქტებისა და მასშტაბური შეთანხმებების გაფორმებას გამოაცხადებენ.
„სამიტის პირველ დღეს თავდაცვის ინდუსტრიას მივუძღვნით. იხილავთ ახალ კონტრაქტებს, წერილებსა და მასშტაბური შეთანხმებების ხელმოწერას“, - განაცხადა რუტემ.
მისი განმარტებით, ეს ნაბიჯები ნატო-ს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე რუსეთისთვის აჩვენებს, რომ ალიანსი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მტკიცედ მოქმედებს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსს თავდაცვითი წარმოების სფეროში რუსეთზე უპირატესობა აქვს.
„ეს ასევე სიგნალია რუსეთისთვის: ვიცით, რას აკეთებთ და ამაში ჩვენ უკეთესები ვართ“, - თქვა რუტემ