საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა პირველად დაადასტურა დოკუმენტში, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ნეიტრალური შუამავალი აღარ არის.
ამის შესახებ მაკრონმა საფრანგეთ-იტალიის სამიტის ფარგლებში, ქალაქ ანტიბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დიდი შვიდეულის“ ფარგლებში ევიანში ჩვენს პარტნიორებს შორის მნიშვნელოვანი დაახლოება შედგა. უკრაინის საკითხზე შეერთებულმა შტატებმა პირველად დააფიქსირეს დოკუმენტში, რომ ისინი აღარ არიან ნეიტრალური შუამავლები. ისინი ჩვენთან ერთად მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უწევენ მას სამხედრო და ენერგეტიკულ დახმარებას და ასევე მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“, - განაცხადა მაკრონმა.
16 ივნისს, საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს.