პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.
როგორც პრემიერი განმარტავს ამ საკითხზე განცხადებას თავად საგარეო საქმეთა მინისტრი გააკეთებს, მას შემდეგ რაც, ხვალ საქართველოში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის უმცირესობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მიერ ლიტვაში ვიზიტისას გაკეთებული განცხადებების გამო მინისტრს პარლამენტში იბარებს და მის გადაყენებას მოითხოვს. უცრირესობა აცხადებს, რომ მინისტრის მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე გაკეთებული კომენტარი სომხურ მედიაში ახალი სკანდალის მიზეზი გახდა.უმცირესობის მიიჩნევს, რომ მაია ფანჯიკიძემ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს.
„ჩვენ მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწრაფად მაია ფანჯიკიძე თანამდებობიდან გადააყენოს." - აცხადებს აკაკი მინაშვილი.
მინაშვილი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არაკომპეტენტურია და მისი საქმიანობა ლახავს საქართველოს იმიჯს.
„ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან გაუაზრებელი განცხადებები ლიტვაში, რომლის შედეგადაც, გადადების პირას არის სომხეთში პრემიერის ვიზიტი" - აცხადებს მინაშვილი.
ცნობილია, რომ მაია ფანჯიკიძემ ლიტვაში განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ არის შესაძლებელი.