ავსტრიის შინაგან საქმეთა ექს-მინისტრს ერნსტ შტრასერს კორუფციის ბრალდებით ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 
2010 წელს ექს-მინისტრი 100 ათასი ევროს ქრთამის სახით აღების მცდელობაში ამხილეს. 
ბრიტანეთის გაზეთ "სანდი ტაიმსის" ჟურნალისტებმა ფარულად ჩაწერეს ერნს ტშტრასერი, რომელიც "კომპენსაციის" სანაცვლოდ ევროპარლამენტში ერთ-ერთ კანონში ცვლილებების შესატანის პირობას დებდა. 
პროცესზე მან განაცხადა, რომ ჟურნალისტები ამერიკელ ჯაშუშებად მიიჩნია და სურდა მათი "გაშიფვრა".
 სასამართლომ ერნსტ შტრასერის არგუმენტი არ გაიზიარა და მას თავისუფლება 4 წლით აღუკვეთა.