სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ფეისალ მეკდადმა ბი-ბი-სის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ბაშარ ასადი 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ისივე თქმით, ასადი აპირებს მნიშვნელოვანი როლი შესრულოს ხელისუფლების გადაცემის ნებისმიერ აქტში.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ვითარების დარეგულირების ასადისეული გეგმა არის სირიელი ხალხის სურვილისა და ნების გამოხატულება რათა გაიმართოს შერიგების მოლაპარაკებები.
სირიის ოპოზიციის განცხადებით, ასადის გეგმა "დემაგოგიური და მიუღებელია".