გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე საფრანგეთმა, მალიში სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე, სრული მხადაჭერა მიიღო.
სხდომის შემდეგ საფრანგეთის წარომადგენელმა გაეროში განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა მალიში აფრიკული კავშირის ძალების დაჩქარებული გაგზავნა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის განცხადებით, საფრანგეთი საკუთარ თავზე არ აიღებს რეგიონში მშვიდობის ერთადერთი გარანტორის როლს.
ფრანგული მედია წერს, რომ სავარაუდოდ მალიში საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენლობა გაიზრდება და ჯარი ამ ქვეყანაში დიდი ხანი დარჩება.
გუშინ 14 იანვარს, ისლამისტმა ბოევიკებმა სამთავრობო ძალებს ქალაქი დიაბალი წაართვეს, რომელიც მალის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქვეყნის აღმოსავლეთით, საფრანეგთის ავიაცის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ამბოხებულებმა უკან დაიხიეს.
მასალის გამოყენების პირობები