16 წლის ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ,,რუსთავი-2"-თან საუბარში გოჩიაშვილმა განაცხადა იგი რვა იანვარს ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მისი მეგობრის ბინის ქურდობის ფაქტზე მოწმის სტატუსით დაიბარეს და ექვსი საათის განმავლობაში კითხავადნენ. გოჩიაშვილის განცხადებით, პოლიციელები მას ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
,,არაადეკვატური დაკითხვის მეთოდით ვიკითხებოდი ექვსი საათის განმავლობაში. ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს. Eეს რთული იყო ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ჩემი ძმებისთვისაც, რადგან Kკანონის ფარგლებს გარეთ მოხდა იქ რაღაცეები. თუ არ ვაღიარებდი რაღაც საშინელებას იყო გარკვეული დამუქრებები, ამერიკაში არ გამოშვების მუქარა. Gგაოგნებული ვარ და ვწუხვარ, რომ ასეთი რაღაც მოხდა და საქართველოში მე მომიხდა და მე მომექცნენ ასე ჩემს ქვეყანაში", _განაცხადა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში გოჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა მის ძმას ლაშა გოჩიაშვილს რომელიც პოლიციაში იგივე საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე იმყოფებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
ამ დროისთვის ბექა გოჩიაშვილი უვე აშშ-ში იმყოფება.