ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისთვის ბრალდებული 6 პირი, პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურატურაც დაეთანხმა და მათ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 2 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილთან ერთად ბრალდებულებს ნაკლებად მძიმე ამნისტიაც შეეხოთ, თუმცა სასამართლო პროცესზე მათ დააფიქსირეს, რომ ამ ეტაპზე ამინისტიით სარგებლობას არ აპირებენ.