შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე (სამეურნეო სარეწი საქმიანობის დროს სავალი შუქების გარეშე მოძრაობა) თევზსაჭერი სეინერი "SEA STAR"-ი დააკავა.
აღნიშნული სეინერის კაპიტანს, ნუგზარ კონცელიძეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილის შესაბამისად.