,,რადისონში" სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც სამინისტროს მიერ ინიცირებულ სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
,,ცვლილების სამი პაკეტია წარმოდგენილი. Pპირველი რომელიც შედარებით ფართოა ითვალისწინებს ადვოკატის უფლებების გაზრდას, რეალური შეჯიბრებითობის მიღწევას. ჩვენი აზრით, უნდა მოიხსნას აკრძალვა, რომლის მიხედვით აქამდე დაცვის მხარეს უფლება არ ჰქონდა შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის ჩხრეკისა და ამოღების შესახებ და ახლა უკვე შეეძლება დაცვის მხარეს ამგვარი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. სხვა ცვლილებებიდან უნდა გამოვყოთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უფლებების განსჯადოების გაფართოება, ასევე ახალი რეგულაციებთან დაკავშირებით თუ რა გზით და რა შემთხვევაში შეუძლია ბრალდებულს უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე", _ განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.