მოძრაობა „ანონიმუსის" ჰაკერებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საიტი გატეხეს. ამის შესახებ TechCrunch იუწყება. MIT-ის საიტის მთავარ გვერდზე მიმართვაა განთავსებული. მიმართვაში „ანონიმუსები" ინტერნეტ-პორტალ Reddit-ის დამფუძნებლის, ინტერნეტ-აქტივისტის, აარონ შვარცის სიკვდილის გარემოებების სამართლიან გამოძიებას ითხოვენ.
მიმართვის დასასრულს, ჰაკერები საიტის ადმინისტრაციას ბოდიშს უხდიან და აცხადებენ, რომ აარონ შვარცის თვითმკვლელობაში პასუხისმგებლობა მხოლოდ უნივერსიტეტს არ ეკისრება.
26 წლის პროგრამისტი აარონ შვარცი საკუთარ ბინაში, ნიუ-იორკში გარდაცვლილი 12 იანვარს იპოვეს. შვარცს MIT დაახლოებით ხუთი მილიონი დოკუმენტის უკანონო გადმოწერას ედავებოდა. სასამართლომ განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო. ამ დროისათვის, ინსტიტუტის საიტი უკვე აღდგენილია.