თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მაღაზია "ტირიფები" დააყაჩაღეს. გატაცებული თანხისა და მაღაზიის მფლობელისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ასევე უცნობია თავდასხმის დეტალები - რამდენი პირი შეიჭრა მაღაზიაში. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით აღძრა სისხლის სამართლის საქმე.