თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში ორმა შეიარარებულმა პირმა მაღაზია დააყაჩაღა. შემთხვევა წუხელ მოხდა. როცა მათ იარაღის მუქარით სალაროდან დაახლოებით 250 ლარი ნავაჭრი წაიღეს.
მძარცველები უნიღბოდ მოქმედებდნენ, თუმცა სახეები გამყიდველებს არ უნახავთ. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით აღძრა სისხლის სამართლის საქმე.