საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ლაშა გ. და 1985 წ. დაბადებული თამარ ნ. დააკავეს.
ლაშა გ-მ ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ცივი იარაღის გამოყენებით, სიმამრს, 1942 წელს დაბადებულ ომარ ნ-ს, 6 ჭრილობა მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოკლულის ქალიშვილმა თამარ ნ.-მ თავის მეუღლე ლაშა გ-ს მამამისის მკვლელობა შეუკვეთა, ხოლო ამ უკანასკნელმა დანაშაული სისრულეში მოიყვანა.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღიძრა.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები