საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ იმ სიკვდილმისჯილთა სია წარმოადგინა, რომელსაც ხელი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მამამ, ავთანდილ წულუკიანმა მოაწერა.
სიაში 20 ადამიანის გვარია შესული. ესენი არიან:
1. ბადრი ვახტანგის ძე მაწონაძე;
2. კიკუშა ჯვებეს ძე გრიგოლავა;
3. სულიკო ყარამანის ძე ცეცხლაძე;
4. რომული ლეონიდის ძე გოგისვანიძე;
5. მამუკა ზაურის ძე ჭიკაიძე;
6. მალხაზ შოთას ძე მინდაძე;
7. ალადინ მაილოღლი ნამაზოვი;
8. გულივერ ორდენის ძე ზარანდია;
9. ზვიად იოსების ძე ბეროშვილი;
10. მიხეილ ნესტორის ძე ჩერქეზია;
11. ზურაბ სურენის ძე მარქარიანი;
12. ბესარიონ ზურაბის ძე ქართველიშვილი;
13 . ირაკლი გივის ძე კერესელიძე;
14. ბაგრატ როსტომის ძე კერესელიძე;
15. ანზორ ირაკლის ძე მიმინოშვილი;
16. გიორგი ვახტანგის ძე ასლამაძე;
17. გელა ვიქტორის ძე გოჩიაშვილი;
18. ზაურ ალექსანდრეს ძე ქართველიშვილი;
19. კუკური აკაკის ძე ჭყოიძე;
20. სააკ ვილენის ძე შირაჩიანი.
ბოკუჩავას ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებებისათვის სასჯელის უმაღლესი ზომის -- სიკვდილით დასჯის განაჩენი 1991-1996 წლებშია გამოტანილი. აღნიშნული 20 განაჩენიდან 11 მას შემდეგ იქნა გამოტანილი, რაც პარლამენტმა 1996 წელს აქტიურად დაიწყო მუშაობა კანონმდებლობით სიკვდილით დასჯის განაჩენის აკრძალვაზე.
„ავთანდილ წულუკიანმა 20 სასიკვდილო განაჩენიდან 11-ს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც პარლამენტმა აქტიურად დაიწყო მუშაობა საქართველოში სასჯელის უმაღლესი ზომის, სიკვდილით დასჯის აკრძალვაზე. მას შეეძლო რამდენიმე თვე მოეცადა კანონპროექტის ძალაში შესვლამდე და თავიდან აეცილებინა უკიდურესი სასჯელის გამოტანა, რადგან მოსამართლეს აქვს საკმარისი ბერკეტები სასჯელის აღსრულების ვადის გადასაწევად, თუმცა მან ეს არ გააკეთა და 11 ადამიანის სიცოცხლე გაწირა, როდესაც სულ რამდენიმე თვეში ამ ხალხისთვის სიცოცხლის შენარჩუნება კანონმდებლობით იქნებოდა შესაძლებელი", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.