ავღანეთში საერთაშორისო ძალების - ISAF-ის ავიაციამ მეჩეთი დაბომბა, რომელშიც მრევლი იმყოფებოდა. ამის შესახებ სააგენტო ფაჟვაკი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაცით, დაბომბვა მაშინ მოხდა, როდესაც მორწმუნე მუსულმანები დილის ნამაზს ასრულებდნენ. მას შემდეგ, რაც გადარჩენილებმა ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენა დაიწყეს, "ავიაცია კვლავ მოფრინდა და ისევ განახორციელა საჰარო შეტევა".
სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები 15 დაღუპულის შესახებ იტყობინებიან.
ადგილობრივი ხელისუფლება თავის მხრივ ამ დრომდე ვერ აკონკრეტებს დაღუპულთა რაოდენობას.
ISAF-ის წარმომადგენელთა განცხადებით კი დასახელებულ რაიონში განადგურებულია იარაღის საწყობი და იქ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა არ მომხდარა.