შსს-ს ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს, პოლიციის მე-5 განყოფილებისა და საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ზურაბ დ. დააკავეს.
დაკავებულმა, 2013 წლის 13 იანვარს, ქ. თბილისში კაიროსა და ჯავახეთის ქუჩების კვეთაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ „ვისოლის" ოპერატორს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, 133 ლარი გასტაცა. ზურაბ დ-ს პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (ყაჩაღობა) პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.